ნივთის დაბრუნება
მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა ვებგვერდზე შეძენილი დაუზიანებელი და უნაკლო ოპტიკური სათვალის უკან დაბრუნების თაობაზე.ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების ფორმა (იხ. ჩვენს ვებ-გვერდზე) და გადმოგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@kenari.ge.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ მმართველი კომპანიის ვებგვერდზე შეძენილი კონტაქტური ლინზა და ოპტიკური სათვალე არ ექვემდებარება ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე მომხმარებლის მხრიდან უკან დაბრუნებას, ვინაიდან ექცევა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია: ა) მმართველ კომპანიას ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს დაუზიანებელი საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა; ბ) გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მმართველი კომპანია თავისი რესურსით.
მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
მმართველი კომპანია ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მმართველ კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ. ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი.
იხილეთ გადმოსაწერი ფაილი - ნივთის დაბრუნება