GEO ENG
მთავარი წესები და პირობები

წესები და პირობები

 

ინტერნეტ-მაღაზია

 

www.kenari.ge - ინტერნეტ-მაღაზია სადაც ხორციელდება საიტზე არსებული პროდუქტის გაყიდვა.

 

საერთო პირობები

 

შეთანხმების მხარეები ურთიერთობების რეგულირებისას იხელმძღვანელებენ ვალდებულებების შესახებ სამარათლის კანონის, საქართველოს სხვა კანონების და საკანონმდებლო აქტების გათვალისწინებით და შეთანხმებული ხელშეკრულებით. მიმწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება www.kenari.ge -ს მომსახურებაში.

 

საქონელი და შესყიდვა

 

პროდუქტის გვერდზე მითითებულია პროდუქტის მიწოდების სავარაუდო დრო რაც შესაძლებელია შეიცვალოს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. საიტზე მითითებული დროისთვის პროდუქტის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია ელ. ფოსტაზე სავარაუდო მიწოდების თარიღთან დაკავშირებით. კონტაქტური ლინზის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი რეცეპტის (საჭიროების შემთხვევაში) მიხედვით ავსებს კონტაქტური ლინზის ყველა საჭირო პარამეტრს და თავად იღებს პასუხისმგებლობას შეკვეთილი პროდუქტის პარამეტრების სისწორეზე.

პროდუქტის შეძენა დადასტურებულად ითვლება ყველა პარამეტრის შევსების, ასევე რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების (სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ნომერი) შევსების და გადახდის განხორციელების შემდეგ.

 

პროდუქციის ფასები

 

საიტზე თითოეულ პროდუქციას მითითებული აქვს ფასები ეროვნულ ვალუტაში დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. Kenari.ge-ს უფლება აქვს შეცვალოს პროდუქტზე ფასები წინასწარი გაფრთხილების გარეშე. თუ მიმწოდებელმა შეცვალა ფასი მომსახურების მიმღების მიერ შეკვეთის გაფორმების და ღირებულების გადახდის შემდეგ, მაშინ მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს პროდუქცია მომხმარებელს იმ ფასად, რომელიც შეკვეთის გაფორმების დროს იყო ასახული. მომსახურების მიმღებს არ აქვს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია ფასის განსხვავებისთვის.

 

მიწოდების ვადები და პირობები

 

შეძენილი პროდუქტის მიწოდება მოხდება პროდუქტის გვერდზე მითითებულ ვადებში გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა რაც მოცემულია პუნქტში ’’მიწოდების პირობები“ . პროდუქციის მიწოდების საფასური დადგენილია მიმწოდებლის მიერ და შესაძლებელია შეიცვალოს გადამზიდავი კომპანიის მიერ პირობების შეცვლის შესაბამისად.

 

თანხის უკან დაბრუნება

 

მომხამარებელს შეუძლია მოითხოვოს შეკვეთის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება. მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს მიმწოდებელს ტელეფონის ნომერზე - 032 2 30 79 50  და მიაწოდოს შეკვეთის დეტალები: ნომერი, სახელი, გვარი და შეკვეთის გაუქმების მიზეზი. შეკვეთის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა უკვე არ არის გაგზავნილი მომხმარებლის მისამართზე ან გაკეთებული არ არის ინდივიდუალური შეკვეთა მწარმოებელ კომპანიასთან.

 

საქონლის უკან დაბრუნება

 

გაყიდული საქონელი უკან ბრუნდება მხოლოდ ქარხნული წუნის შემთხვევაში. ყველა შეძენილი პროდუქტი, გადმოგზავნამდე მოწმდება, მაგრამ თუ მომხმარებელი საქონლის მიღებიდან ერთი დღის განმავლობაში აღმოაჩენს ქარხნულ წუნს, უკავშირდება კომპანიას წერილობითი ფორმით ელ. ფოსტაზე kenari@kenari.ge და აწვდის ინფორმაციას შეკვეთის და დეფექტის შესახებ.

კონტაქტური ლინზის შემთხვევაში - მომხმარებელმა უნდა მოახდინოს წუნიანი პროდუქტის დაბრუნება ორიგინალ შეფუთვასთან (ბლისტერი, კოლოფი) ერთად. კომპანია იტოვებს უფლებას დამატებითი დეტალების გამოსარკვევად მომხმარებელს შესთავაზოს დამატებითი გზა, რათა დადგინდეს პროდუქტის გამოყენებამდე დეფექტის არსებობა. Kenari.ge უკავშირდება მწარმოებელ კომპანიას, აწვდის ინფორმაციას წუნიან პროდუქტზე და აგზავნის მას ექპერტიზისთვის. მწარმოებლის მიერ მოწოდებული დასკვნის მიღების შემდეგ ხდება შესაბამისი ღონისძიების გატარება. თუ დადგინდა წარმოების დეფექტი, მიმწოდებელი არ არის ვალდებული დეფექტური პროდუქტისთვის დააბრუნოს ფული, არამედ მხოლოდ შეცვალოს ისინი იგივე მახასიათებლების მქონე ახლით.

თუ მწარმოებლის ექსპერტიზაზე დადგინდა, რომ პროდუქტი არ იყო დეფექტური და მისი მოხმარებისას დარღვეული იქნა სარგებლობის და მოვლის პირობები, მაშინ მიმწოდებელს არ ეკისრება ვალდებულება შეცვალოს პროდუქტი, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ექსპერტიზის ხარჯების საფასური.

მზისა და ოპტიკური სათვალის შემთხვევაში - პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია სათვალის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, ხოლო გადაცვლა -  სათვალის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში. დაბრუნება/გადაცვლის მოთხოვნა მომხმარებელმა უნდა გადმოაგზავნოს ჩვენს მეილზე - kenari@kenari.ge და შემდგომ მიეწოდება დეტალური ინფორმაცია როგორ უნდა მოხდეს გადაცვლისა თუ დაბრუნების აქტი. მომხმარებელმა პროდუქტი უნდა დააბრუნოს თავდაპირველ მდგომარეობაში და ყველა იმ საბუთით, რაც თან ახლდა პროდუქტს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაბრუნება ან გადაცვლა ვერ მოხდება. დეფექტის არსებობის შემთხვევაში, ხდება მოდელის დატოვება და ექსპერტიზა, რომლის შემდგომაც, თუ მოდელს აღმოაჩნდება ქარხნული წუნი, მოხდება თანხის ანაზღაურება ან ახალ მოდელში გადაცვლა, ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე. თუ დეფექტი არ იქნება ქარხნული, არ მოხდება არც თანხის დაბრუნება და არც ახალი მოდელით შეცვლა. 

პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ - 5 საბანკო დღეში.

 

კონფიდენციალობის პოლიტიკა

საიტზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენი მონაცემები ინახება ჩვენი საიტის ბაზაზე და მასზე წვდომა აქვს მხოლოდ Kenari-ს გუნდს. მონაცემების სხვისითვის გადაცემა თქვენი ნებართვის გარეშე დაუშვებელია. ასევე თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების შეცვლა, ან გაუქმება ჩვენს საიტზე, რის შემდეგადაც ყველა ინფორმაცია თქვენს შესახებ წაიშლება ჩვენი ვებგვერდიდან.

 

გარანტია

 

პროდუქტზე გარანტია არ მოქმედებს გარდა ქარხნული დეფექტისა რომელიც აღწერილია პუნქტში ’’საქონლის უკან დაბრუნება“. პროდუქტი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება იმ შემთხვევაში თუ დარღვეულია მოხმარების წესები და ვადები.

 

აზრთა სხვაობები

 

სამომხმარებლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული აზრთა სხვაობები წყდება ორივე მხარის მოლაპარაკებით. შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში დავა წყდება სასამართლო წესრიგის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

 

მომხმარებლის პასუხისმგებლობა

 

მომხმარებლისთვის აუცილებელია ხელშეკრულების პირობების გაცნობა. შეკვეთის გაფორმებისას მომსახურებით მოსარგებლე პასუხისმგებლობას იღებს რომ:

კონტაქტური ლინზა:

სათვალე:

 

 

გამოყენების პირობები/რეკომენდაციები

 

კონტაქტური ლინზების გამოყენების პირობები:

 

 

სათვალის გამოყენების პირობები:

 

 

 

დასკვნა

 

იმ შემთხვევაში თუ ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი წინააღმდეგობაში მოვა კანონთან ან სხვა სამართლებრივი აქტების მიღების შემთხვევაში, მოცემული ხელშეკრულება არ უქმდება და მომსახურების მიმწოდებელი იღებს პასუხისმგებლობას შეუსაბამო პუნქტი შეცვალოს ახლით. ხელშეკრულების თავების გამოყენებული სათაურები განკუთვნილია მხოლოდ ტექსტის კითხვის გასაადვილებლად, და არ გააჩნიათ იურიდიული განმარტების არსი.

search home menu shop profile

032 2 30 79 50

ქ. თბილისი, ლუბლიანა #1 ჩიხი, N4

10:00 - 18:00

kenari@kenari.ge