როგორ აღმოვაჩინოთ ბავშვებში მიოპია
30 აგვისტო, 2024
როგორ აღმოვაჩინოთ ბავშვებში მიოპია
2024-08-30 16:09:13
სკოლაში დაბრუნების პერიოდი ახლოვდება. მშობლების სამზადისი გაძლიერებულია, ახალი ჩანთა, რვეული და წიგნი სექტემბრის ყველაზე გაყიდვად პროდუქტებადაც კი შეიძლება მოვიხსენიოთ, თუმცა, შესანიშნავი დროა ბავშვების თვალის ჯანმრთელობაზე ფიქრისთვისაც. ბავშვს აკადემიური მზაობისთვის პირველ რიგში კარგი მხედველობა სჭირდება.
ჩვენი ოფთალმოლოგი მაია კავლელაშვილი მოგიყვებათ, რამოდენიმე ნიშანს, რომლის შემჩნევის შემთხვევაში მოზარდი აუცილებლად უნდა მიიყვანოთ თვალის კვლევაზე.
- საკომოდაციის სისუსტე- კითხვისას ან ტელევიზორის ყურებისას თვალის დახუჭვა. ამ დროს ბავშვები ცდილობენ უკეთ დანახვას. თუ შეამჩნევთ,რომ მოზარდი თვალს ხშირად ძაბავს ფოკუსის გასასწორებლად აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
- ხშირი თავის ტკივილი- ხშირი თავის ტკივილი, განსაკუთრებით კითხვის ან ახლო მუშაობის შემდეგ, შეიძლება იყოს მხედველობის პრობლემების სიმპტომი.
- ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ახლოს ჯდომა. ბავშვები ხშირად გაუაზრებლეად ახლოს მიდიან გაჯეტებთან. ეს ქცევა მიუთითებს იმაზე,რომ მათ უჭირთ შორიდან ხედვა.
- კითხვის სირთულე ან აკადემიური მოსწრების დაქვეითება.კითხვის პრობლემს ხშირად მხედველობის პრობლემებიც იწვევს.
- თვალების სიწითლე და წვა ხშირად დაძაბულობაზე მიუთითებს.ამ დროს აუცილებელია მივმართოთ პროფესიონალს თვალის სრულფასოვანი კვლევისთვის
-
ხელის და თვალის კოორდინაციის პრობლემები ხშირია მოზარდებსა და ბავშვებში. მათ უჭირთ ხელის მოძრაობების სწორად აღქმა,შესაბამისად მათთვის რთულდება აქტივობები,რომლებიც საჭიროებს ხელისა და თვალის კოორდინირებულად მუშაობას.როგორიცაა სპორტი ან წერა
კენარი მზად არის დაგეხმაროთ თვალთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში, იქნება ეს ექიმთან კონსულტაცია თუ სასურველი ჩარჩოს ან ლინზის შერჩევა
მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენი შვილი ახალ სასწავლო წელს მკაფიო ხედვით იწყებს.
1 დან 15 სექტემბრის ჩათვლით კენარში ექიმის უფასო კონსულტაცია დაგხვდებათ.
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით!