GEO ENG
მთავარი ბრენდი

მზის სათვალე - მნიშვნელოვანი აქსესუარი თვალის ჯანმრთელობისთვის

9 მარტი, 2022

მზის სათვალე - მნიშვნელოვანი აქსესუარი თვალის ჯანმრთელობისთვის

2022-03-09 17:12:29

სათვალე როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქსესუარია. ვიზუალის გარდა, სათვალეს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის ფუნქცია აკისრია. მზის სათვალის ტარება რეკომენდირებულია მთელი წლის განმავლობაში, როდესაც დროს მზეზე ვატარებთ, განსაკუთრებით ზღვაზე და ზამთრის კურორტებზე.

გთავაზობთ 5 მიზეზს, რატომ არის აუცილებელი მოვირგოთ მაღალი ხარისხის სათვალე:

  • დაიცავით თვალები მზის სხივისგან მიღებული ულტრაიისფერი გამოსხივებისგან

როგორც აღვნიშნეთ,  სათვალე თვალს იცავს მავნე ულტრაიისფერი სხივისგან. მზის სხივების ჭარბი ზემოქმედებით შესაძლოა დაზიანდეს ბადურა, რაც საბოლოოდ მხედველობის დაკარგვას იწვევს. ნებისმიერ დროს, როცა ხედავთ მზის ბუნებრივ შუქს, დარწმუნდით, რომ ატარებთ ხარისხიან სათვალეს

  • სათვალე იცავს ქუთუთოებს

მაღალი ხარისხის სათვალე იცავს ქუთუთოებს და თვალის კაკლის გარშემო მგრძნობიარე კანს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან

  • სათვალე ხელს უშლის თვალის დაძაბვას

წარმოვიდგინოთ რომ სანაპიროზე გავედით და დაგვავიწყდა სათვალე, ეს ხომ არასასიამოვნო შეგრძნებაა. სათვალის გამოყენებით თავიდან აირიდებთ თვალის დაძაბვას, ცრემლდენას, დაღლილობასა და თავის ტკივილს.

  • პოლარიზებული სათვალე მკაფიო ხედვისთვის

პოლარიზებული სათვალის ლინზა მძაფრი სიკაშკაშის საწინააღმდეგოა, განსაკუთრებით საჭესთან. ხშირია შემთხვევა, როდესაც მანქანების, ნიშნებისა და წყლის ანარეკლი გვტკენს თვალებს. პოლარიზებული სათვალე გამოიყენება მსგავსი, არასასურველი ანარეკლისგან თვალის დასაცავად.

  • სათვალე იცავს თვალებს უამინდობის დროს 

სათვალის ტარებით თვალს ვიცავთ ქარისგან მოტანილი უმცირესი მავნე ნაწილაკებისგან.  

დაბალი ხარისხის სათვალის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან მსგავსი სათვალე თვალს არ იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან.შესაბამისად, მისი გამოყენება არამხოლოდ უსარგებლო, არამედ მავნეცაა.ასეთი სათვალის გაკეთების დროს თვალის გუგა ფართოვდება,თითქოს სიბნელეში მოხვდით. გაფართოებულ გუგებში კი მზის სხივები ბევრად მეტი შეიჭრება, ვიდრე მაშინ, თუ სათვალეს საერთოდ არ გავიკეთებთ. 

თვალს აქვს ბუნებრივი დაცვის ფუქნცია. როდესაც სათვალის გარეშე ვიმყოფებით მზეზე, თვალის გუგა ვიწროვდება და შესაბამისად, ნაკლები ულტრაიისფერი სხივი აღწევს თვალში.

კენარის ოპტიკურ სალონებში დაგხვდებათ მაღალი ხარისხის მზის და ოპტიკური სათვალეების მრავალფეროვანი არჩევანი. ჩვენი პროფესიონალი გუნდი დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სათვალე, რომელიც  უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან.

 

თეგები

მხედველობის სათვალე

მზის სათვალე

ზაფხული

მოდა

მამაკაცის სათვალე

ქალის სათვალე

აქსესუარი

სათვალე

search home menu shop profile

032 2 30 79 50

ქ. თბილისი, ლუბლიანა #1 ჩიხი, N4

10:00 - 18:00

kenari@kenari.ge