გაატარეთ ზაფხული უსაფრთხოდ კენართან ერთად
7 აგვისტო, 2023
გაატარეთ ზაფხული უსაფრთხოდ კენართან ერთად
2023-08-07 15:57:08
ზაფხული ყოველთვის მზესთან და რუჯთან ასოცირდება, ძალიან ბევრს საუბრობენ დერმატოლოგები კანის დაცვაზე და მოვლის ხერხებზე, თუმცა, მზის სხივები მხოლოდ კანს როდი აზიანებს, მზეზე წოლის დროს ძალიან მნიშვნელოვანია თვალი იყოს დაცული მზის (UV) სხივებისგან, რომ დაავადებების წარმოქმნის რისკი მაქსიმალურად შეამციროთ. მოგიყვებით რამოდენიმე დაავადებაზე, რომელიც მზეზე უსათვალოდ ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს.
- პტერიგიუმი-ქსოვილის ზრდა თვალის თეთრ ნაწილზე,რომელიც იწვევს სიწითლესა და ანთებით პროცესს,ხშირ შემთხვევაში ასოცირებულია ულტრაიისფერი სხვივების ხანგრძლივ ზემოქმედებასთან
- კანის კიბო თვალის ირგვლივ- თვალების ირგვლივ კანი განსაკუთრებით სუსტია ულტრაიისფერი გამოსხივება კი ზრდის რისკს,რომ წარმოიშვას ისეთი დაავადებები როგორიცაა, ბრტყელუჯრედიანი კარცინომა და მელანომა
- ფოტოკერატიტი- იგივე თვალის მზისგან დამწვრობა, პროცესი უშუალოდ მზეზე ყოფნის შემდგომ ჩნდება, ულტრაისფერი სხივები აზიანებს თვალს და იწვევს სიწითლეს,უცხო სხეულის შეგრძნებას თვალში,წვას. მზის შემოქმედების შემდგემ მსგავსი სიპტომების ქონის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
- ბადურის დაზიანება-მზის სხივების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება დააზიანოს ბადურა სინათლისადმი მგრძნობიარე ქსოვილის მხარეს, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სხვა და სხვა დარღვევები,მათ შორის დეგენერაცია.
- კონიუნქტივალური პირობები-სხივების ზემოქმედებამ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს კონიუქტივიტის ფორმირებას(ვარდისფერი თვალი) და საბოლოოდ ჩამოაყალიბოს მშრალი თვალის სინდრომი
შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია გეკეთოთ სათვალე, რომელიც სრულად დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან და საშუალებას მოგცემთ უსაფრთხოდ გაირუჯოთ. სათვალე არა მხოლოდ ამაღლებს და აუმჯობესებეს თქვენს სტილს, არამედ იცავს თქვენს მხედველობას. სათვალე ვიზუალურ კომფორტს ქმნის რადგან ამცირებს ბზინვარებას, რაც ზაფხულში ძალიან კომფორტული და საჭიროა.
სათვალის შერჩევის პროცესი განსაკუთრებით საფრთხილოა, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუ ხარისხი და ვიზუალი, თანხვედრაში მოდის ადამიანი ბევრად უფრო თავდაჯერებული და ბედნიერი ხდება.
კენარში პრემიუმ კლასის ბრენდებს შეხვდებით, რომლებიც წლებია ბაზარზე პოზიციონირებენ, როგორც სანდო, სასურველი, მზრუნველი.
კენარში შესაძლებელია მოდის ტენდეციებთან ერთად თვალის ჯანმრთელობასა და სიჯანსაღეზე ზრუნვა. სწორად შერჩეული სათვალე დაგიცავთ და თავიდან აგარიდებთ ყველა ზემოთქმულ რისკს. ჩადეთ ინვესტიცია თქვენს ხედვაში.
გაატარეთ ზაფხული უსაფრთხოდ და დაცულად ჩვენთან ერთად