GEO ENG
მთავარი ბრენდი

ESSILOR Stellest - ინოვაციური ოპტიკური ლინზა მიოპიის სამართავად

30 აგვისტო, 2024

ESSILOR Stellest - ინოვაციური ოპტიკური ლინზა მიოპიის სამართავად

2024-08-30 17:40:51

მიუხედავად იმისა, რომ მიოპია(ახლომხედველობა) ხშირად გენეტიკით არის განვითარებული, დღევანდელი ცხოვრების წესიც დიდ როლს თამაშობს. ხანგრძლივი დროის გატარება გაჯეტებთან ხელს უწყობს მიოპიის  განვითარებას.

კვლევები ცხადჰყოფს, რომ ყოველდღიურად მიოპიის გავრცელება საგანგაშო ტემპით იზრდება.

მიოპიის პირველი ნიშნები

ხშირად, ბავშვები ვერ არჩევენ რას ნიშნავს კარგი და ცუდი მხედველობა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არ დატოვოთ უყურადღებოდ შემდეგი სიმპტომები: თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ ბავშვი მალე იღლება კონკრეტული საგნის ყურებისას და ცდილობს ნივთის თვალებთან ახლოს მიტანას, თუ უჩივის თავის ტკივილს, ხშირად ახამხამებს თვალებს, ეს ნიშნები საყურადღებოა და აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი.

რა საფრთხეს წარმოადგენს მიოპია ბავშვებში ?

რაც უფრო ადრეულ ასაკში იჩენს მიოპია თავს, უფრო მაღალია ალბათობა, რომ ასაკის განვითარებასთან ერთად მივიღოთ მკვეთრად გაზრდილი მიოპიის ხარისხი (ეს ტერმინი ეხება -6.25D ან მეტი კორექტირებას  (ნომერს). მაღალი მიოპიის ჩამოყალიბების შემთხვევაში, არსებობს სხვა სერიოზული თვალის დაავადებების განვითარების რისკები: კატარაქტა, თვალის ბადურის დეგენერაცია და სხვა

როგორ ვმართოთ მიოპია?

მიოპიის სამართავად და პროგრესირების შესაცერებლად ფრანგულმა ოპტიკურმა კომპანიამ Essilor-მა, რომელის მოღვაწეობაც ერთ საუკუნეს ითვლის, შექმნა უნივერსალური სასათვალე ლინზა - Stellest სპეციალურად ბავშვებისთვის.
 

პროდუქტი ინოვაციურია და ოპტიკური რევოლუციის საწყისადაც არის წოდებული.

კვლევების თანახმად, ბავშვებში მიოპიის პროგრესირება  - Stellest სასათვალე ლინზის საშუალებით მიოიპიის განვითარება 70%- მდე შემცირდა, ხოლო 90%-ს უცვლელი დარჩა დიოპტრია(ნომერი)
 

როგორ მუშაობს Stellest ლინზა?

უნივერსალური ტექნოლოგიით დამზადებული ლინზა უზრუნველყოფს ხედვის ფართო არეალს, შესაბამისად სტანდარტული სასათვალე ლინზებისგან განსხვავებით მხოლოდ ლინზის ცენტრში არ არის სუფთა, მკაფიო მხედველება.

რაც შეეხება მიოპიის კონტროლს, ESSILOR-მა შექმნა მიოპიის კონტროლის უნიკალური  - H.A.L.T ტექნოლოგია - სასათვალე ლინზაზე არსებული ათასობით მიკრო ლინზიდან წამოსული სიგნალის ერთობლიობა თვალის დრეკადობის (დიოპტრიის ზრდის) შენელების საშუალებას იძლევა.

 

 

ვისთვის არის Stellest სასათვალე ლინზა?

  •  Stellest ლინზები რეკომენდირებულია ყველა ახლომხედველი ბავშვისთვის.
  • მიოპიის საწყისი პერიოდიდან
  • უკვე არსებული პროგრესირებადი მიოპიისას.
  • თუ კი არსებობს ახლომხედველობის განვითარების რისკი.

სად შევიძინოთ Stellest ოპტიკური ლინზები?

საქართველოში Essilor-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახლავთ ოპტიკური კომპანია კენარი.

Essilor-ის ნებისმიერი პროდუქტი და მათ შორის Stellest შეგიძლიათ შეუკვეთოთ კენარის ოპტიკურ სალონებში.

იმისათვის რომ სწორად მოხდეს ინდივიდუალური სასათვალე ლინზის შერჩევა, კენარის ფილიალებში ასევე ხელმისაწვდომია ექიმი ოფთალმოლოგების მომსახურება.

 

თეგები

მხედველობის სათვალე

სათვალე

search home menu shop profile

032 2 30 79 50

ქ. თბილისი, ლუბლიანა #1 ჩიხი, N4

10:00 - 18:00

kenari@kenari.ge