GEO ENG
მთავარი ნივთის დაბრუნება

განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თანხმობის ფორმას

წინამდებარე ფორმაზე თანხმობით, მე-მონაცემთა სუბიექტი,ვანიჭებ შპს „კენარი“-ს (ს/ნ: 404392224; იურ.მის: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, ლუბლიანას ქ., I ჩიხი, N4) უფლებამოსილებას დაამუშავოს   ჩემი განსაკუთრებული კატეგორიის, კერძოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემი მომსახურების გაწევის მიზნით.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემის დამუშავება გულისხმობს, მონაცემთა სუბიექტის მიერ კონტაქტური ლინზების ან/და ოპტიკური სათვალის შეძენისას შპს „კენარი“-ს (ს/ნ: 404392224) მიერ,  მონაცემთა სუბიექტის მხედველობის სიმახვილესთან (ბაზისური სიმრუდე, ნომერი) დაკავშირებული ინფორმაციის მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე დამუშავებას, მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის მიზნით.

წინამდებარე თანხმობის საფუძველზე, დამუშავებას ექვემდებარება ჩემი, როგორც მონაცემთა სუბიექტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემი, კერძოდ მხედველობის სიმახვილე (ბაზისური სიმრუდე, ნომერი).

ინფორმირებული ვარ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემის დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი „ა“ ქვეპუნქტის, კერძოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე , შესაბამისად, კანონით არ მაქვს ვალდებულება მივაწოდო  კომპანიას ჩემს ჯანმრთელობასთან დაკაშირებული პერსონალური მონაცემი, თუმცა მისი მიუწოდებლობის შემთხვევაში შპს „კენარი“ ვერ შევძლებს ჩემთვის მომსახურების გაწევას. 

წინამდებარე  ფორმაზე ხელმოწერით, ვადასტურებ,რომ ჩემ მიერ შპს „კენარი“-სთვის გაცხადებული თანხმობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პერსონალური მონაცემის დამუშავებაზე ინფორმირებული, კონკრეტული და არაორაზროვანია.

ამასთანავე, ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია ნებისმიერ დროს გამოვითხოვო ჩემ მიერ კომპანიისთვის გამჟღავნებული თანხმობა მისთვის info@kenari.ge-ზე შეტყობინების გაგზავნის გზით. თანხმობის გამოთხოვა კი გავლენას არ მოახდენს თანხმობის საფუძველზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების კანონიერებაზე.  

ვიაზრებ,რომ ჩემი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემი შპს „კენარი“-ს მიერ დამუშავდება მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნით, შეკვეთის ჩემთვის ჩაბარებამდე, რის შემდეგაც ჩემ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემი, კერძოდ მხედველობის სიმახვილე (ბაზისური სიმრუდე, ნომერი) კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად შეინახება 03 (სამი) წლის ვადით.

ვადასტურებ, რომ მიღებული მაქვს სრული და ამომწურავი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონით  განსაზღვრული ჩემი,როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ, კერძოდ, იმ ფაქტის თაობაზე, რომ  ჩემი მოთხოვნის შემთხვევაში შპს „კენარი“ ვალდებულია მომაწოდოს ინფორმაცია მუშავდება  თუ არა ჩემთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემი და დასაბუთებულია თუ არა აღნიშნულ მონაცემთა დამუშავება, გამაცნოს ჩემს შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები და უსასყიდლოდ გადმომცეს მისი ასლები, გაასწოროს, განაახლოს, შეავსოს, შეწყვიტოს დამუშავება, წაშალოს ან გაანადგუროს ისინი, გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თქვენი უფლებებისა და შპს „კენარი“-ს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენს ოპერირებად  ვებგვერდზე  https://kenari.ge/ka

გთხოვთ, თანხმობის ფორმაზე ხელმოწერამდე ყურადღებით გაეცნოთ მასში წარმოდგენილ ინფორმაციას.იმ შემთხვევაში თუკი გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები შპს „კენარი“-ს მიერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და დაუკავშირდეთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს „სამართლის ჯგუფი“-ს (ს/ნ: 405326801) შემდეგ მისამართზე: legal@legalgroup.ge

წინამდებარე ფორმაზე თანხმობით, ვადასტურებ, რომ გავეცანი და ვეთანხმები შპს „კენარი“-ს მიერ ჩემ  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფაქტსა და პროცესს.

search home menu shop profile

032 2 30 79 50

ქ. თბილისი, ლუბლიანა #1 ჩიხი, N4

10:00 - 18:00

kenari@kenari.ge