GEO ENG
მთავარი ბრენდი

თვალის მოვლა

11 მარტი, 2025

თვალის მოვლა

2025-03-11 14:54:28

თქვენი თვალები მუდმივ ყურადღებას და ზრუნვას საჭიროებს. თვალის ჯანმრთელობა დიდ გავლენას ახდენს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ზოგად კეთილდღეობაზე. 

 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რეგულარული შემოწმება. ნახევარ წელიწადში ერთხელ ვიზიტი ოფთალმოლოგთან დაგეხმარებათ თვალის სხვადასხვა რეფრაქციული ანომალიების და დაავადებების დროულ აღმოჩენაში, როგორიცაა: მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი თუ სხვა რეფრაქციული მანკები, ასევე ზოგიერთი დაავადების: კატარაქტა, გლაუკომა, მაკულარული დეგენერაცია/დისტროფია თუ სხვა. მუდმივი დაკვირვება და ოფთალმოლოგთან ვიზიტი თავიდან აგაცილებთ მომავალ გართულებებს. 

 

მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ მხოლოდ თქვენს თვალზე მორგებული სათვალე ან კონტაქტური ლინზა. ნუ გამოიყენებთ სხვის ოპტიკას, რადგან ის შესაძლოა არ შეესაბამებოდეს თქვენს მხედველობას და შეუძლია დამატებითი პრობლემა გამოიწვიოს. დარწმუნდით, რომ თქვენი ოპტიკა მოწოდებულია პროფესიონალი ოფთალმოლოგის მიერ, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები. ასევე, მნიშვნელოვანია ავირჩიოთ სანდო ბრენდი, რადგან დაბალი ხარისხის პროდუქტმა შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი პრობლემები. 

 

გარდა ამისა, დღევანდელ ციფრულ სამყაროში აუცილებელია თვალის დაცვა მავნე გამოსხივებისგან. რეგულარული შესვენებების გაკეთება, ასევე სპეციალური მინების და დამატენიანებელი წვეთების გამოყენება დაგეხმარებათ თვალის დაღლილობისა და სიმშრალესთან გამკლავებაში. 

ხშირად გამოხატული სიმშრალე და დაღლილობა შეიძლება შემცირდეს 20-20-20 წესის დახმარებით: ყოველი 20 წუთის შემდეგ, შეხედეთ 20 მეტრ სიშორეზე და გააჩერეთ მზერა 20 წამით. 

თეგები

მხედველობის სათვალე

search home menu shop profile

032 2 30 79 50

ქ. თბილისი, ლუბლიანა #1 ჩიხი, N4

10:00 - 18:00

kenari@kenari.ge